05 ოქტომბერი 2024,   11:33
ვრცლად
"გვინდა, ახალგაზრდა პოეტებს ჰქონდეთ იმის შეგრძნება, რომ ფასდება მათი შემოქმედება, საზოგადოება მათ გვერდით დგას და ჩვენ ისინი ძალიან გვჭირდება“ - სვიმონ ჯანგულაშვილი

საზოგადოება "ქართულის" თანადამფუძნებელი სვიმონ ჯანგულაშვილი ლადო ასათიანის სახელობის პრემიის დაარსებას ეხმიანება:

"ლადო ასათიანის პრემია წესდება ახალგაზრდა პოეტებისათვის, ჩვენი ახალგაზრდობის და ხელოვნების ხელშეწყობისათვის. ძალიან სიმბოლური და სწორია, რომ შეირჩა ლადო ასათიანის სახელი - ვიცით, რომ ის მეტად ახალგაზრდა, 26 წლის გარდაიცვალა ტუბერკულოზის გამო, რომელსაც მაშინ ვერ შველოდნენ. ეს დაავადება გამოიწვია იმ გაჭირვებულმა და მძიმე 1920-1930-1940-იანმა წლებმა, რომელშიც უწევდა ცხოვრება ამ დიდ, გამორჩეულ და ბრწყინვალე ხელოვანს.

ჩვენ გვსურს, რომ ამ პრემიის დაწესებით ერთი მხრივ, ლადო ასათიანის სახელი იყოს კიდევ მეტად უკვდავყოფილი და მეორე მხრივ ახალგაზრდა პოეტებს ჰქონდეთ იმის შეგრძნება, რომ ფასდება მათი შემოქმედება, ჩვენთვის ძვირფასია მათი შემოქმედება, საზოგადოება მათ გვერდით დგას და ჩვენ ისინი ძალიან გვჭირდება“, - აღნიშნა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, დირიჟორმა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

დღის ამბები