18 აგვისტო 2026,   15:33
ვრცლად
განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აჭარაში 31 წლის პირი დააკავეს

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აჭარაში 31 წლის პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და მიიმალა.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა სანადირო თოფი ამოიღეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები