გუშინ, გვიან ღამით ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცზე, ჯგუფურად, რამდენიმე პირმა იძალადა. მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრილი მამაკაცი შემთხვევიდან მალევე გარდაიცვალა.
როგორც "კურიერს" შინაგან საქმეთა სამინისტროსი განუცხადეს, სამართალდამცველების მიერ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ცხელ კვალზე, დაკავებულა სამი პირი.
გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.