18 ნოემბერი 2026,   14:11
ვრცლად
მარკო რუბიოს განცხადებით, ირანის მხრიდან ვაშინგტონზე თავდასხმის უშუალო საფრთხეს ვერ ხედავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, არ მიიჩნევს, რომ ამჟამად აშშ-ის დედაქალაქს ირანის მხრიდან რაიმე უშუალო საფრთხე ემუქრებოდეს.

ამის შესახებ რუბიომ CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ტელეკომპანია, აშშ-ის დაზვერვის შეფასებებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანი შესაძლოა ვაშინგტონში ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებით თავდასხმას გეგმავდეს.

"არა“, - უპასუხა მარკო რუბიომ ჟურნალისტის კითხვას, აწუხებდა თუ არა მას ვაშინგტონზე უშუალო თავდასხმის საფრთხე. „არ ვფიქრობ, რომ ამჟამად რაიმე გარდაუვალი საფრთხე არსებობს“, - განაცხადა რუბიომ.

რუბიომ დასძინა, რომ აშშ-ის მთავრობა „მუდმივად აკვირდება ყველაფერს, რაც შესაძლოა შეერთებული შტატების უსაფრთხოებასა და დაცულობას საფრთხეს უქმნიდეს“.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სერიოზულად აღიქვამს ირანის მხრიდან თავდასხმის შესაძლებლობას.

ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ბრალდებები უარყო და მათ უსაფუძვლო უწოდა.

დღის ამბები