18 ნოემბერი 2026,   14:12
ვრცლად
ტაი ჩუნიუნგი: ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს საქართველოსთან ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე, რათა გააძლიეროს გამოცდილების გაზიარება მმართველობის სფეროში

საქართველოში ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა პრესკონფერენცია გამართა. ტაი ჩუნიუნგიმ მედიის წარმომადგენლებს გააცნო პეკინში ჩინეთის მმართველი პარტიის მე-20 ცენტრალური კომიტეტის პლენარული სხდომის შედეგები, თანამედროვე ჩინეთის მართვის პრინციპები, ქვეყნის განვითარების და სტაბილურობის მაჩვენებლები.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც. მისი თქმით, ქვეყნებს შორის პოლიტიკური კავშირები მუდმივად ღრმავდება, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა კი ნაყოფიერ შედეგებს იძლევა.

საქართველოში ჩინეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ტაი ჩუნიუნგი, აცხადებს, რომ ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს საქართველოსთან, მრავალმხრივი გამოცდილების გასაძლიერებლად და, ამ ურთიერთშეთანხმების შედეგად, მეტი სარგებელი მოუტანოს ორივე სახელმწიფოს.

"ბოლო საუკუნის განმავლობაში, უპრეცედენტო და მასშტაბური გლობალური ცვლილებების ფონზე, ჩინეთი ყოველთვის მშვიდობიანი განვითარების გზას მიჰყვებოდა. სტაბილური პოლიტიკითა და მდგრადი და ჯანსაღი ეკონომიკური ზრდით, მან პოზიტიური იმპულსი შესძინა სამყაროს, რომელიც დღესდღეობით არასტაბილურობითა და ტრანსფორმაციით ხასიათდება.

მრავალი წელია, ჩინეთის წვლილი გლობალურ ეკონომიკურ ზრდაში დაახლოებით 30%-ს შეადგენს, იგი კვლავაც რჩება მსოფლიო ეკონომიკური ზრდის უმსხვილეს მამოძრავებელ ძალად და სტაბილურობის ძლიერ საყრდენად. ჩინეთ-საქართველოს ტრადიციული მეგობრობა აკავშირებთ, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთნდობა მუდმივად ღრმავდება, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა კი ნაყოფიერ შედეგებს იძლევა.

ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს საქართველოსთან ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე, რათა გააძლიეროს გამოცდილების გაზიარება მმართველობის სფეროში, მოიძიოს თითოეული ქვეყნის ეროვნულ თავისებურებებზე მორგებული მოდერნიზაციის გზები და მეტი სარგებელი მოუტანოს ორივე სახელმწიფოსა და მათ ხალხებს", - აცხადებს ტაი ჩუნიუნგი.

დღის ამბები