დაზიანებული სახლები, ჩახერხილი გზები, მოგლეჯილი ხეები და განადგურებული სავარგულები – კახეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან.
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ახმეტის მუნიცილაპიტეტში პრობლემები შექმნა.
დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ახმეტის სოფლების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ, მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები.