13 სექტემბერი 2024,   13:38
ვრცლად
დაზიანებული სახლები, განადგურებული სავარგულები, მოგლეჯილი ხეები, ჩახერგილი გზები – უხვმა ნალექმა საქართველოს რეგიონში პრობლემები შექმნა

სტიქიამ კახეთში მოსახლეობას მოსავლის დიდი ნაწილი გაუნადგურა, მსგავსი, კახეთის სოფლებში ასაკოვან მაცხოვრებლებს ამ დრომდე არ ახსოვთ.

ნინო ყაყიშაშვილი ერთ-ერთია, ვისაც სტიქიამ მოსავალი გაუნადგურა, ის ამბობს, რომ მოსავლის ჩაბარება გაუჭირდება.

ადგილობრივი ხელისუფლება ამ დროისთვის ზარალს ითვლის არა მხოლოდ კახეთის სოფლებში, არამედ სამეგრელოშიც, სტიქიამ ზიანი დასავლეთ საქართველოსაც მიაყენა.

შესაბამისი სამსახურები მუშაობენ რაჭაშიც, უხვმა ნალექმა შეფერხება გამოიწვია შიდა სასოფლო გზებზე, აღდგენითი სამუშაოები დასჭირდა რამდენიმე სახიდე გადასასვლელსაც.

ვიდრე ზარალს შესაბამისი სამსახურები ითვლიან, ზაფხულის მიწურულს წვიმის, სეტყვისა და ძლიერი ქარის შედეგები ასეც შეიძლება შეფასდეს - სტიქიამ უხვმოსავლიანი ზაფხულის მოლოდინი ზარალად და უხვ სადარდებლად აქცია.

დღის ამბები