14 სექტემბერი 2024,   07:21
ვრცლად
"ქართველი მეკარის ამ კალიბრის გუნდში წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს" - შოთა არველაძე გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულში" ტრანსფერზე

ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს "ლივერპულში" გადასვლას ულოცავს. როგორც შოთა არველაძე სოციალურ ქსელში წერს, ქართველი მეკარის ამ კალიბრის გუნდში გადასვლა "კოსმოსში გაფრენას ჰგავს."

"გიორგი მამარდაშვილს ვულოცავ უდიდეს კლუბში ტრანსფერს და მიხარია, რომ მისი პროფესიონალიზმი და შრომა სათანადოდ დაფასდა. მოზარდი ფეხბურთელისთვის ოცნებები უცვლელია; ყველა ოცნებობს დიდ გუნდში მოხვედრაზე, ისე როგორც ათწლეულების წინ იყო ჩვენი და შემდგომი თაობების შემთხვევაში.
 
მამარდამ, თავისი გამორჩეული უნარებით დაიმსახურა, რომ ლივერპულის დონის კლუბში მოხვედრილიყო. ჩვენი საზომით, ქართველი მეკარის ამ კალიბრის გუნდში წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზეც დამტკიცდა, რომ ამ თაობის საზომი სწორედ ასეთ სიმაღლეებზე ფრენაა. წარმატებებს ვუსურვებ მას კარიერის ახალ ეტაპზე, მანამდე კი ვალენსიაში, გამორჩეულ მატჩებს ველოდებით," - წერს შოთა არველაძე facebook-ზე. 
 
დღის ამბები