16 სექტემბერი 2024,   08:15
ვრცლად
მოზარდმა ამერიკაში ორი მოსწავლე და ორი მასწავლებელი მოკლა, დაჭრილია 30 - ვინ არის კოლტ გრეი, რომელიც სკოლას სპეციალურ კონტროლზე უნდა აეყვანა

ჯორჯიის შტატის აპალაჩის სკოლაში სროლის შესახებ ინფორმაცია, პოლიციამ ადგილობრივი დროით 10 საათსა და 30 წუთზე მიიღო. თავდამსხმელმა ცეცხლი იმ დროს გახსნა, როცა სკოლაში სასწავლო პროცესს 1200-ზე მეტი ბავშვი ესწრებოდა. სკოლა პანიკა და ქაოსმა მოიცვა, ზარიდან მალევე, ადგილზე ათობით სპეცრაზმისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოჩნდა. დაიღუპა 4 ადამიანი - მათ შორის 2 მასწავლებელი და 2 მოზარდი. 30 დაჭრილი
კი სამედიცინო დაწესებულებაში ვერტმფრენებით გადაიყვანეს.

დამნაშავე დაკავებულია - ის 14 წლის კოლტ გრეია. ამავე სკოლის მოსწავლე. ცნობილია, რომ გრეი გასულ წელს ინტერნეტ სივრცეში ანონიმური შეტყობინებების გამო დაკითხეს, როცა ის სკოლაში სროლის მოწყობის განზრახვაზე წერდა. მედიის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალს მკვლელობის ოთხი მუხლით წაუყენებენ. ეჭვმიტანილს როგორც სრულწლოვანს გაასამართლებენ.

როგორც ირკვევა, სკოლამ დილით უცნობი პირისგან ზარი მიიღო. თანამშრომლები გააფრთხილეს, რომ სროლა 5 სკოლაში იგეგმებოდა. აპალაჩის სასწავლო დაწესებულება კი მათ შორის, პირველი სამიზნე იქნებოდა. უცნობია მოტივი, თუმცა ცნობილია, რომ დანაშაული ""ეიარ-15-ის"" ტიპის შაშხანით განხორციელდა.

მომხდარის შემდეგ, სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. ქალაქში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული.

 

დღის ამბები