19 სექტემბერი 2024,   02:14
ვრცლად
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი საქართველოშია

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე უკვე საქართველოში იმყოფება. მიხაილ როთი თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა. ჟურნალისტების შეკითხვები მან აეროპორტში უპასუხოდ დატოვა. ცნობილია, რომ დაგეგმილია მისი შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მიხაილ როთი ღიად აკრიტიკებს ე.წ. გამჭვირვალობის კანონს.

შეგახსენებთ, მაისში ოფიციალური ვიზიტით თბილისში მყოფი გერმანელი კანონმდებელი, ევროკავშირის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა და შეკრებილებს მხარდაჭერა გამოუცხადა.  გააკეთა არაერთი განცხადება, რაც მმართველი გუნდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. 

დღის ამბები