30 დეკემბერი 2024,   20:26
ვრცლად
საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთს ანგარიშით 4:0 ამარცხებს

უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთს ანგარიშით 4:0 ამარცხებს. მეოთხე გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. 

მანამდე, პირველი გოლით, პენალტით ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. მეორე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა, ხოლო მესამე გოლით საქართველოს ნაკრებს უპირატესობა გიორგი მიქაუტაძემ მოუტანა.

თამაშს პრემიერ-მინისტრი, სპორტისა და კულტურის მინისტრი და დედაქალაქის მერი ესწრებიან. 

ცნობისთვის, მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილია შესაბამისი სივრცე, სადაც დიდ ეკრანზე მატჩის ყურებაა შესაძლებელი.

 

 

დღის ამბები