21 დეკემბერი 2024,   20:59
ვრცლად
სასიამოვნო იქნებოდა, ინფორმაცია გამეგო არა მედიიდან, არამედ სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა - ლაშა ბაქრაძე სამსახურიდან გათავისუფლებაზე

სამსახურიდან გაგდებას დიდი ხანია ველი, მაგრამ სასიამოვნო იქნებოდა, სულ ცოტა, ეს ინფორმაცია არა მედიიდან გამეგო, ან კულტურის სამინისტროს საიტზე მენახა, არამედ სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა , - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლიდერი ლაშა ბაქრაძემ განაცხადა, რითაც ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კულტურის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ლაშა ბაქრაძის განცხადებით, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

"სამსახურიდან გაგდებას უკვე დიდი ხანია, მოველი, რადგანაც ყოველთვის აქტიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა პროტესტში. მითუმეტეს მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში წამოვედი, ეს ჩემთვის ცხადზე ცხადი იყო... ძალიან სასიამოვნო და კარგი იქნებოდა, ეს ინფორმაცია არა მედიიდან გამეგო, ან კულტურის სამინისტროს საიტზე დადებული მენახა, არამედ სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა", - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება კულტურის სამინისტრომ დღეს მიიღო. პროცესს წინ უძღოდა დისციპლინარული წარმოება, რომელიც ბაქრაძის სექსისტურ განცხადებას ეხებოდა.

3 სექტემბერს, სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა და, ამავდროულად, "ნაციონალური მოძრაობის" ახალმა სახემ, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე "ოცნების" ქალი დეპუტატების წინააღმდეგ დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა. კულტურის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ლაშა ბაქრაძემ, თავისი არაეთიკური განცხადებით, დისციპლინარული გადაცდომა ჩაიდინა, რამაც დაწესებულების დისკრედიტაცია გამოიწვია.

თემაზე განცხადება გააკეთა კულტურისა და სპორტის მინისტრმაც. 

დღის ამბები