"თევზის ფესტივალი" სუფსაში - წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ნაწარმი, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მდინარე სუფსაზე ნავით გაესეირნათ, გაესინჯათ ადგილობრივი თევზის ნაირსახეობა, გაცნობოდნენ ტრადიციული კერძების მომზადებასა და სპინინგით თევზჭერის წესებს.