23 დეკემბერი 2024,   06:21
ვრცლად
ბათუმმა რეგიონის ყველაზე მასშტაბურ, კრეატივის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა

რეგიონის ყველაზე მასშტაბური, რიგით მერვე, კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea 2024, ტრადიციულად, ბათუმში გაიმართა.

სარეკლამო და მარკეტინგის სფეროში მომუშავე ადამიანებს, სამი დღის განმავლობაში, მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის ლიდერების გამოსვლებზე, პანელურ დისკუსიებზე, ვორქშოპებზე, წვეულებებსა და დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრების საშუალება ჰქონდათ. 

დატვირთული სასემინარო პროგრამის პარალელურად, კონკურსანტები ერთმანეთს 13 ძირითად ნომინაციაში (მათ შორის: ბრენდინგი, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია, კრეატიული სტრატეგია, ვიდეო რეკლამა) და 100-ზე მეტ ქვეკატეგორიაში შეეჯიბრნენ. მათი ნამუშევრები 20 ქვეყნიდან მოწვეულმა, ჟიურის 29 კომპეტენტურმა წევრმა შეაფასა და გამარჯვებულები ფესტივალის კულმინაციურ ღონისძიებაზე - დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლინეს.

დღის ამბები