19 სექტემბერი 2024,   02:30
ვრცლად
ეს სასწავლო წელი ნამდვილად გამორჩეული იქნება სიახლეებით - განათლების მინისტრმა პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით მდებარე უმეტეს სასწავლო დაწესებულებებში, პროცესმა სტარტი დღეიდან აიღო.

თბილისის განახლებული 160-ე სკოლიდან,  მოსწავლეებს სწავლის დაწყება განათლების მინისტრმა მიულოცა. 

"მინდა 50 000-ზე მეტ პირველკლასელს და მათ მშობლებს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. გავხსენით სრულიად განახლებული, ახლად რეაბილიტირებული გლდანის 160-ე სკოლა, სადაც 1100-ზე მეტი ბავშვი სწავლობს. 5 მილიონ ლარამდე დაჯდა სკოლის რეაბილიტირება ეს სასწავლო წელი ნამდვილად გამორჩეული იქნება სიახლეებით, მხოლოდ სექტემბრის ბოლომდე გაიხსნება 60- ახალი დიდი სკოლა, წლის ბოლომდე კი 100 ახალი სკოლა გვექნება," - აცხადებს გიორგი ამილახვარი.

დღის ამბები