19 სექტემბერი 2024,   03:29
ვრცლად
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი: სააღმზრდელო წელი დავიწყეთ 4 ახალი საბავშვო ბაღით, მათ შორის, ერთ-ერთი არის მე-19 ბაღი, რომლის დემონტაჟიც 2019 წელს განხორციელდა -

საქართველოს საჯარო სკოლებში და ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. თბილისში 4 ახალი ბაღი გაიხსნა.

"სააღმზრდელო წელი დავიწყეთ 4 ახალი საბავშვო ბაღით, მათ შორის, ერთ-ერთი არის მე-19 ბაღი, რომლის დემონტაჟიც 2019 წელს განხორციელდა მისი ავარიულობის გამო და აშენდა სრულიად ახალი შენობა, რომელიც ყველა სახის სტანდარტს აკმაყოფილებს. შენობა აღჭურვილია ყველა სახის ინვენტარით, ტექნიკით, ემსახურება 250-მდე აღსაზრდელს და აღნიშნული პროექტის ღირებულებამ შეადგინა 6 700 000 - ლარამდე, რომელიც სრულად დაფინანსდა დედაქალაქის ბიუჯეტიდან. რამდენიმე კვირაში, კიდევ ერთ ახალ ბაღს გავხსნით ისნის რაიონში," - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა აბულაძემ.

დღის ამბები