19 სექტემბერი 2024,   04:07
ვრცლად
ჩვენ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვალთ თქვენს ლამაზ ქვეყანაში - "მილანის" ლეგენდა კლარენს ზეედორფი 21 სექტემბერს თბილისში ითამაშებს

21 სექტემბერს საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ვარსკვლავების მატჩში ლეგენდარული კლარენს ზეედორფი ითამაშებს.

"მილანის" ლეგენდამ ქართველ გულშემატკივარს სოციალური ქსელიდან მიმართა და განაცხადა, რომ 21 სექტემბერს საინტერესო მატჩი გაიმართება სადაც ქართველ გულშემატკივარს ელოდებიან.

"ძვირფასო გულშემატკივრებო! 21 სექტემბერს "მილანის" ლეგენდები თბილისში ჩამოვლენ. სადაც ისინი საინტერესო მატჩს გამართავენ საქართველოს ლეგენდებთან. ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვალთ თქვენს ლამაზ ქვეყანაში და იმედი გვაქვს, რომ შევხვდებით ამ შესანიშნავ მატჩზე. გისურვებთ წარმატებას და მალე შევხვდებით", - ამბობს ზეედორფი.

 

დღის ამბები