22 დეკემბერი 2024,   09:37
ვრცლად
ახალი სასწავლო წელი ახლად გარემონტებულ სკოლებში - 60-მდე სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა

მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, 60-მდე სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა. ახალ სასწავლო წელს მოსწავლეებს უსაფრთხო და თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურა დახვდათ.

სპორტდარბაზი, ინტერნეტ-ქსელები, კომპიუტერები, ლაბორატორიები, ადაპტირებული, თანამედროვე სტანდარტები - პროექტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პრობლემები 2 ათასზე მეტ სკოლაში მოგვარდება. წლის ბოლომდე, 100-მდე სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, 28 ათასზე მეტი მოსწავლე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში ისწავლის.

სკოლის ზარი პირველად დღეს 50 ათასზე მეტი პირველკლასელისთვის დაირეკა. ახალი სასწავლო წელი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს განათლების მინისტრმა მიულოცა და რეაბილიტირებული 160-ე საჯარო სკოლა დაათვალიერა. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მინისტრმა მედიასთან სკოლებთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს პრემიერ მინისტრი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთი თვის ვადაში, სახელმწიფო, დამატებით, 38 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციაზე იზრუნებს.

მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი გრძელდება. მიმდინარე წლებში, ქვეყნის მასშტაბით 2100 სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

 

ავტორი: მარიამ ურუშაძე

 

დღის ამბები