19 სექტემბერი 2024,   09:20
ვრცლად
"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქობულეთის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, სოფელ ოჩხამურის მოქალაქეებს შეხვდა და ასევე, სოფელ დაგვის მკვიდრ იუსუპ ივანიძის ოჯახს ესტუმრა.

შეხვედრებზე არსებული პრობლემები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

"ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. შეაჯამეს სოფლებში განხორციელებული პროექტები.

დელეგატმა 26 ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

დღის ამბები