20 სექტემბერი 2024,   00:52
ვრცლად
თორნიკე რიჟვაძემ საგნობრივ ოლიმპიადისა და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საგნობრივ ოლიმპიადისა და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.

კონკურსებსა და ოლიმპიადებში 15 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა, გამოვლინდა 142 გამარჯვებული. მათ დიპლომები და საჩუქრები გადასცეს. აჭარაში ოლიმპიადა 6 საგანში 2012 წლიდან ტარდება.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით მისასალმებელია, რომ 150 000 მოსწავლიდან აჭარის 142 საუკეთესო მოსწავლე შეირჩა.

"მიხარია, რომ 15 000 მოსწავლიდან 142 საუკეთესო მოსწავლე შეირჩა აჭარის სკოლებიდან. განსაკუთრებულად მისასალმებელია, რომ პრაქტიკულად ყველა საგნობრივ ოლიმპიადაზე, გვყავს ძალიან წარმატებული მოსწავლეები. მინდა, მათ მივულოცო დღევანდელი წარმატება", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღის ამბები