12 ოქტომბერი 2024,   01:46
ვრცლად
რუსთავის მერია რუსთაველი სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისთვის სპორტულ ეკიპირებას ყიდულობს

რუსთავის მერია, რუსთაველი სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისთვის სპორტულ ეკიპირებას ყიდულობს.

თანამედროვე, მაღალი კლასის სპორტულ სამოსს ის სპორტსმენები მიიღებენ, რომლებიც საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ასპარეზობენ.

ხელშეკრულება, 450 წყვილი ეკიპირების მისაღებად, რუსთავის მერიასა და "შპს გაფა ბიზნესს" შორის უკვე გაფორმდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია, სპორტული ფორმით არაერთ კლუბს, მათ შორის, საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებსაც ამარაგებს.

დღის ამბები