საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, "შაბათის კურიერში", ლაშა დვალიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, სპორტსმენების წარმატებაში ექიმების, მწვრთნელებისა და ტექნიკური ჯგუფის განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა.
მისივე თქმით, აუცილებელია ადამიანების შრომა განსაკუთრებულად დაფასდეს, სწორედ ამიტომ გამოიყო მათთვის ის პრემიები, რაც საქართველოს მთავრობამ დააწესა.
"სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც ოლიმპიადის, ისე პარალიმპიადის კუთხით, საქართველო მეორე ადგილზე იყო მსოფლიოში დაწესებული პრემიების მიხედვით. რაც შეეხება სპორტსმენებს მიღმა - ექიმების, მწვრთნელების, ტექნიკური ჯგუფის წახალისებას - ყველამ ვიცით, რამდენად დიდია მათი როლი საერთო წარმატებაში. აქედან გამომდინარე, მათ სჭირდებათ განსაკუთრებული დაფასება და, აქედან გამომდინარე, ამას მიეძღვნა ეს პრემიები, რაც დაწესდა საქართველოს მთავრობის მხრიდან. მომავალშიც, რა თქმა უნდა, მათი შრომა განსაკუთრებულად უნდა დაფასდეს," - განაცხადა პრემიერმა.
ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://rustavi2.ge/ka/video/81696?v=2