22 სექტემბერი 2024,   17:21
ვრცლად
კესარია აბრამიძეს დღეს დაკრძალავენ

თბილისში, სასტიკად მოკლული ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს - მას დღეს დაკრძალავენ. 

პანაშვიდზე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც იმყოფებოდა. 

გამოძიების ვერსიით, 37 წლის მოდელი მისმა ყოფილმა პარტნიორმა, 26 წლის ბექა ჯაიანმა 18 სექტემბერს საკუთარ სახლში მოკლა.

გარდაცვლილს სხეულზე ცივი იარაღით ათობით ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ჯაიანი პოლიციამ მეორე დღეს, ქუთაისის აეროპორტთან ახლოს აიყვანა. სავარაუდოდ, ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

 

დღის ამბები