22 დეკემბერი 2024,   22:36
ვრცლად
მამაკაცის ცხედარი, რომელსაც ოზურგეთში თვეზე მეტ ხანს ეძებდნენ, ტყეში იპოვეს - ის სავარაუდოდ, გარეული მხეცის მსხვერპლი გახდა

48 წლის მამაკაცი, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში თვეზე მეტია ეძებდნენ, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი მეზობელმა ტყეში წაბლის შეგროვების დროს იპოვა.

სავარაუდოდ, მას გარეული მხეცების ძალადობის კვალი ატყვია. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

მამაკაცს, რომელსაც შშმ პირის სტატუსი ჰქონდა, ოჯახი და ახლობლები აგვისტოს დასაწყისიდან ეძებდნენ. საქმეში ჩართული იყო, როგორც სამართალდამცველი უწყება, ასევე სამაშველო სამსახური.

ავტოირ:თამთა დოლიძე

დღის ამბები