29 სექტემბერი 2024,   15:22
ვრცლად
ლეგენდარული მოკრივის, როი ჯონსის განცხადებით, ქართველი მებრძოლები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ და საქართველოს, ამ კუთხით, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს

როი ჯონსი ბათუმშია. კრივის ლეგენდა ბათუმის კრივის აკადემიის ახალგაზრდა მოკრივეებს შეხვდა და მცირე მასტერკლასი გამართა.

მოგვიანებით, ჯონსი საერთაშორისო ტურნირს, "Eclipse Fight Night-ს" დაესწრო.

ტურნირზე, სადაც ბათუმის კრივის აკადემიის მებრძოლები ლიდერობდნენ, სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

"კურიერთან" საუბრისას, ლეგენდარულმა მოკრივემ აღნიშნა, რომ ქართველი მებრძოლები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ და საქართველოს, ამ კუთხით, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.

ტურნირის გამარჯვებულებს წარმატება, ჯონსთან ერთად, ვეტერანმა ქართველმა მოკრივეებმა და ოლიმპიურმა პრიზიორებმა მიულოცეს.

 

დღის ამბები