30 სექტემბერი 2024,   15:32
ვრცლად
ახალციხეში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

ახალციხეში სპორტული კომპლექსის მშენებლობა გრძელდება. შენობა მოიცავს დიდ და მცირე საცურაო აუზებს, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზებს.

ადგილზე შესაძლებელი იქნება სპორტის არაერთ სახეობაში, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო ტურნირების გამართვა.

სპორტ კომპლექსის სამუშაოები აზიის განვითარების ბანკიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

დღის ამბები