07 ოქტომბერი 2024,   15:31
ვრცლად
შენგელიას რვა ქულა - ვირტუსმა მეორე მატჩი მოიგო

თორნიკე შენგელიას ვირტუს-ბოლონია სერია A-ს მე-2 ტურში პისტოიას დაუპირისპირდა - მოიგო 84-ით 68.

ქართველმა კალათბურთელმა იტალიის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა გამართა, პარკეტზე საერთო ჯამში 25 წუთი გაატარა და 8 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ვირტუსის მხრიდან საუკეთესო 16 ქულით ისაია კორდინიე იყო, პისტოიას მხრიდან კი მაიკლ ფორესტი.

თორნიკე შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 ოქტომბერს ევრო ლიგაზე გამართავს, სერია A-ში კი 13 ოქტომბერს ვენეციას დაუპირისპირდება.

დღის ამბები