აგარაში, ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, კონცერტი გაიმართა. მუსიკალურ საღამოში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლმა "ერისიონმა" და ბენდმა "რეზო და ბავშვები." ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდა.
კონცერტი ბიზნესმენ სლავა შერაზადაშვილის ხელშეწყობით, ქარელის მერიასთან შეთანხმებით ჩატარდა.