21 დეკემბერი 2024,   15:36
ვრცლად
შეტევა ოდესაზე - საპორტო ინფრასტრუქტურის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, დაშავდა 11

შეტევა ოდესაზე - საპორტო ინფრასტრუქტურის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 11 ადამიანი. თავდასხმის დროს დაზიანდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემიც. უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ბალისტიკური იარაღი გამოიყენეს.

გვიან ღამით საჰაერო განგაში უკრაინის სხვა ოლქებთან ერთად იყო კიევშიც. თავის მხრივ,
უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს რუსეთში კრასნოდარის ოლქში მდებარე "შაჰედის" დრონების საწყობზე.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე 400-მდე უპილოტო საფრენი აპარატი ინახებოდა. იყო არაერთი აფეთქება. დამატებითი განმარტებები მომხდარზე არ კეთდება.

პარალელურად, ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.

დღის ამბები