21 დეკემბერი 2024,   16:02
ვრცლად
"ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი საქნავთის დასახლების მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი საქნავთის დასახლების მოსახლეობას შეხვდა. დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ რეზოლუციაზე და აღნიშნა, რომ ამ რეზოლუციით ევროპარლამენტი საქართველოს ისეთ მოთხოვნებს უყენებს, რაც ქართველი ხალხისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

კერძოდ, რეზოლუცია ითხოვს ქართული და საერთაშორისო სასამართლოების მიერ დამნაშავედ ცნობილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ქვეყანაში მშვიდობის და კეთილდღეობის გარანტის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც ჩამოაქცევს საქართველოს ეკონომიკას, ასევე ლგბტ პროპაგანდის შემზღუდავი და გამჭვირვალობის კანონების უკან გაწვევას, რაც ქვეყანაში ერთი მხრივ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინაპირობა იქნება და მეორე მხრივ, უცხოეთიდან მართული პოლიტიკოსებისა და ენჯეოების საქმიანობის გაუმჭვირვალობას შეუწყობს ხელს.

როგორც ვარლამ ლიპარტელიანმა აღნიშნა, ხალხის დაკვეთით მიღებული ყველა ამ მოცემულობის შენარჩუნება მმართველი გუნდის მიზანია და სწორედ ამიტომ მოსახლეობამ 26 ოქტომბრის არჩევნებში "ქართულ ოცნებას" უნდა დაუჭიროს მხარი.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი, თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი რევაზ სოხაძე, სამგორის რაიონის გამგებელი, "ქართული ოცნების" სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა სამხარაძე და სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე იოსებ ბურდულაძე.

დღის ამბები