13 ოქტომბერი 2024,   16:53
ვრცლად
“ზელენსკი არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს და პუტინი ამით აუცილებლად ისარგებლებს“ - უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს თქმით, არჩევნებში გამარჯვების შანსი არც ზელენსკის, არც მას და არც ზალუჟენს აქვს. მისი აზრით, უკრაინაში არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, მხოლოდ პუტინი ისარგებლებს. ამის შესახებ “ევროპული სოლიდარობის“ ლიდერმა, უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა ტელეარხის “პრამიის“ ეთერში განაცხადა.

“ჩვენ უნდა მოვიგოთ ომი. უკრაინის ხელისუფლების, უკრაინელი ხალხის და უკრაინის შეიარაღებული ძალების წინაშე მდგარი ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ გავიმარჯვებთ.

მე ვთქვი, რომ თუ უმაღლესი მეთაური ხარ და არ გჯერა გამარჯვების, წააგებ. მოგებისთვის, გვჭირდება მეგობრები. ამისათვის ჩვენ გვჭირდება ერთიანობა. არჩევნები, რომელზეც ხელისუფლება საუბრობს, არის ერთიანობის ნგრევა.

როგორც ჩანს, ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა, ჩვენ ვართ სიდიდით მეორე ფრაქცია პარლამენტში. არჩევნები ყოველთვის შეტაკებებია. ზელენსკი არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს და პუტინი ამით აუცილებლად ისარგებლებს,“ - აცხადებს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.

დღის ამბები