14 ოქტომბერი 2024,   11:26
ვრცლად
3 ადამიანი დაიღუპა და 40 დაიჭრა ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად

3 ადამიანი დაიღუპა და 40 დაიჭრა, გამთენიისას, ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად. "ცახალმა" იერიში ტერიტორიაზე მდებარე სკოლაზე მიიტანა, სადაც მათი მტკიცებით, თავს "ჰამასის" მებრძოლები აფარებდნენ.

მანამდე, ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა ჩრდილოეთ ისრაელში, სამხედრო ბაზაზე განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად. შემთხვევა ქალაქ ბინია-მინას მიმდებარედ განხორციელდა. მძიმეა შვიდი ჯარისკაცის მდგომარეობა.

ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ავიაიერიშის დროს არ იმუშავა ისრაელის ადრეული გაფრთხილების სისტემამ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ჰეზბოლამ" აიღო და განაცხადა, რომ ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ ხუთშაბათს სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთში განხორციელებულ თავდასხმებზე.

დღის ამბები