გამარჯვების მოლოდინში - ერთა ლიგის B1 დივიზიონში საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ალბანეთს "მიხეილ მესხის არენაზე" უმასპინძლებს. შეხვედრა საღამოს 8 საათზე დაიწყება.
ჯგუფის წინა შეხვედრა, საქართველოს ნაკრებმა პოზნანში, უკრაინელ ფეხბურთელებთან ანგარიშით 1:0 წააგო. ეს პირველი თამაში იყო, მიმდინარე ერთა ლიგის მატჩებიდან, რომელიც ჩვენმა გუნდმა დათმო.
მიუხედავად ამისა, 3 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფში ისევ პირველ ადგილზეა და ჩეხებს დამატებითი მაჩვენებლებით ასწრებს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე ალბანეთთან შეხვედრასა და მოლოდინებზე ჟურნალისტებთან ქართველმა ფეხბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრეს.