17 ოქტომბერი 2024,   00:38
ვრცლად
26 წლის მამაკაცი, ესპანეთში, ვიდეოს გადაღების დროს ხიდიდან გადავარდა და დაიღუპა

ესპანეთში, 26 წლის ბრიტანეთის მოქალაქე სოციალური მედიისთვის კონტენტის შექმნის დროს ხიდიდან გადავარდა და დაიღუპა. ინფორმაციას guardian-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მამაკაცი, რომლის ვინაობას პოლიცია ჯერჯერობით არ ასაჯაროებს, ცენტრალურ ქალაქ ტალავერა დე ლა რეინაში, კასტილა-ლა მანჩას ხიდის კონსტრუქციაზე ასვლისას ჩამოვარდა.

ქალაქის მოქალაქეთა უსაფრთხოების მრჩევლის განმარტებით, მამაკაცი ხიდზე 24 წლის ბრიტანელი მოქალაქესთან ერთად იმყოფებოდა, რათა სოციალური მედიისთვის კონტენტი შეექმნათ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხიდის კონსტრუქციაზე ასვლა კატეგორიულად აკრძალულია, რასთან დაკავშირებითაც არაერთი გაფრთხილება გავრცელდა.

დღის ამბები