17 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
"მთლიანად არიან კონცენტრირებული იმაზე, რომ 26 ოქტომბრის საღამოდან დაიწყონ აქციების ორგანიზება" - ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე "ღამის კურიერის" ეთერში 2020 წლის არჩევნებზე ISFED-ის ქმედებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა არაერთხელ მიმართა ამერიკელ პარტნიორებს, რათა ამ თემასთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება.

"ფსევდო-ლიბერალური ფაშიზმის შემოქმედები არიან მთლიანად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ეს ფაქტია. კონკრეტულად, ISFED-ის მიერ რაღაც ტიპის ბრალდებაზე საუბარი, მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ის ISFED-ია, რომელმაც 2020 წელს პირდაპირ გააყალბა პარალელური ხმების დათვლა. 45 000 ხმა გააყალბეს, მოიგონეს, რომ 300 უბანზე იყო ზედმეტობა, როდესაც რეალურად 8 უბანზე აღმოჩნდა, და ასევე, მოიგონეს და ცესკოს დააბრალეს, თითქოს არასტანდარტულად დაგვიანებულად გამოაცხადა ცესკომ შედეგები. ამით მათ ოპოზიციას ხელი შეუწყვეს, რომ საპროტესტო მუხტი აწეულიყო. როდესაც ეს საპროტესტო მუხტი გაქრა, მერე გამოვიდნენ და სასწაულები ილაპარაკეს - უკაცრავად, პროგრამამ აურიაო, შეგვეშალაო. ამავე დროს ISFED-ის იმდროინდელმა დირექტორმა იმასაც ხაზი გაუსვა, რომ USAID-ი ამასთან დაკავშირებით, საქმის კურსი იყო. USAID მოგეხსენებათ, რომ განთავსებულია ამერიკის საელჩოში, შესაბამისად, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ამერიკის ყოფილი ელჩიც საქმის კურსში ყოფილიყო. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

ლევან მაჭავარიანი, ასევე, საუბრობს, თუ რა სცენარით ელოდება მმართველი გუნდი არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მხრიდან მოვლენების განვითარებას. მისი თქმით, ოპოზიციის წევრები მთლიანად არიან კონცენტრირებული იმაზე, რომ 26 ოქტომბრის საღამოდან დაიწყონ აქციების ორგანიზება.

"ჩვენ ველოდებით, რომ მთლიანად მთელი ოპოზიციური სპექტრი, რადიკალებზე მაქვს საუბარი, 4 რადიკალურ პარტიაზე, რომელიც რეალურად "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" უშუალოდ, ეს არის "ახალი," ეს არის ბატონი გახარიას პარტია და ეს არის ბატონი ხაზარაძის პარტია, რა თქმა უნდა, მათი დღის წესრიგი აგებული არის იმაზე, რომ რაღაცნაირად რადიკალიზაცია მოახდინონ. სხვათა შორის, ძალიან კარგი ლუსტრირება იყო ამ ყველაფრის "მაკკეინის ინსტიტუტის" დასკვნა, რომელმაც პირდაპირ გაიდლაინი მისცა ამ რადიკალებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" რომც გაიმარჯვოს დიდი ანგარიშითო და ყველამ რომ აღიაროსო, მაინც გაწვდით გაიდლაინსო, როგორ უნდა გადაიყვანოთ საპროტესტო მუხტი სამოქალაქო დაპირისპირებაშიო. რა თქმა უნდა, ველოდებით ასეთი ტიპის აქციებს და მოსახლეობას მივმართავ, რომ მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ, არ აჰყვნენ პროვოკაციებს. ოპოზიციონერებმა თვითონ ყველაზე კარგად იციან, თუ რამხელა ანგარიშით იგებს "ქართული ოცნება." რესურსსაც არ ხარჯავენ, ველზეც არ მუშაობენ მოსახლეობასაც არ ხვდებიან, მთლიანად არიან კონცენტრირებული იმაზე, რომ 26 ოქტომბრის საღამოდან დაიწყონ საპროტესტო აქციების ორგანიზება," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები