19 ოქტომბერი 2024,   19:46
ვრცლად
"ვხედავთ პირდაპირ ჩართულობას საარჩევნო კამპანიაში... ეს გამოიხატება იმაში, რომ უცებ, ვხედავთ, რომ აშშ-ის საელჩოსაც გაუჩნდა წინასაარჩევნო კამპანიური ბილბორდი" - მარიამ ლაშხი

"ქართული ოცნების" წევრმა, მარიამ ლაშხმა "დღის კურიერის" ეთერში საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები შეაფასა. მისი თქმით, მათი რიტორიკა თანხვედრაშია "რადიკალური ოპოზიციასთან".

"წლევანდელ არჩევნებში განმასხვავებელი რაც არის, ეს არის რამდენიმე საერთაშორისო პოლიტიკოსის, დიპლომატის ჩართულობა ამ პროცესში, რომელიც პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში ვენის კონვენციასთან, რომელიც განსაზღვრავს როგორც დიპლომატიური კორპუსის, ისე საერთაშორისო წარმომადგენლის, ელჩის უფლებამოვალეობას. რომ ჩავხედოთ, 41-ე მუხლი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა უფლებამოვალეობების ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს მათი საქმიანობა ადგილსამყოფელ ქვეყანაში, რომ ისინი არ უნდა ჩაერთონ შიდა პოლიტიკაში, როგორ უნდა შეუწყონ ხელი ორ ქვეყანას შორის მეგობრობას და ა.შ.

ხუმრობით რომ ვთქვა, 41-ე მუხლი რადგან არის, შეიძლება დაიგნორება დაიწყეს, მაგრამ ვხედავთ პირდაპირ ჩართულობას საარჩევნო კამპანიაში. ეს, პირველ რიგში, გამოიხატება იმაში, რომ ქალაქში რომ გავდივართ, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ბილბორდების გარდა, უცებ ვხედავთ, რომ აშშ-ის საელჩოსაც უცებ გაუჩნდა წინასაარჩევნო კამპანიური ბილბორდი, რომელიც მოუწოდებს მოსახლეობას ევროკავშირისკენ, რაც მმართველ პარტიას ისედაც - როგორც ბილბორდზე, ასევე კონსტიტუციით აქვს გამყარებული. ეს პირდაპირ თანხვედრაშია იმ რიტორიკასთან, რასაც ჩვენ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ვისმენთ," - აცხადებს მარიამ ლაშხი.

დღის ამბები