21 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
"ჰეზბოლამ" ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 25 რაკეტა გაუშვა - ლიბანში კი, ისრაელის იერიშებს 16 ადამიანი ემსხვერპლა

რთული ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში - "ჰეზბოლამ" ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 25 რაკეტა გაუშვა. ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ თავდასხმის მოგერიება შეძლო. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

"ცახალმა" დარტყმები ბეირუთის სამხრეთ ნაწილში მდებარე უბნებზე განახორციელა. გასულ ღამეს ლიბანში ისრაელის იერიშებს 16 ადამიანი ემსხვერპლა.

ლიბანში გაეროს მშვიდობისმყოფელების მისია განცხადებას ავრცელებს. გაეროს ინფორმაციით, ისრაელის სამხედროებმა მძიმე ტექნიკის გამოყენებით ლიბანის სამხრეთით მდებარე ცისფერჩაფხუტიანების მისიის საგუშაგო დაანგრიეს. უწყება აღნიშნულ ქმედებას თავდასხმად აფასებს.

დღის ამბები