22 ოქტომბერი 2024,   03:30
ვრცლად
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გახარიას პარტია ნანა ნებიერიძემაც დატოვა - ცნობილი სპორტსმენი მიზეზებს განმარტავს

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, გახარიას პარტია ცნობილმა სპორტსმენმა, ნანა ნებიერიძემაც დატოვა. "იმედის" ეთერში ის საკუთარი გადაწყვეტილების მიღების მიზეზებს განმარტავს. 

"რამდენჯერმე მივედი პროექტებით, ახალი იდეებით, მეტს გეტყვით, რამდენჯერმე ვთხოვეთ გამიშვით უკრაინაში, მინდა მივმართო უკრაინელ ხალხს, რომ ქართველები გულშემატკივრობენ, ჩვენ ერთად ვართ. პასუხი ვერ მივიღე.

როდესაც გუნდი ემზადება საარჩევნოდ, არა საქმის გასაკეთებლად, აქ ყველაფერი ნათქვამია. მოდით ეს გავაკეთოთ, ეს იდეა მაქვს და საპასუხოდ არაფერს იღებ, ჩემთვის ცოტა რთული იყო. მე დარწმუნებული ვიყავი, 100%-ით, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ხდება ცხოვრებაში შეცდომები, ცვლილებები გვჭირდება? კი ბატონო გვჭირდება, მზად ვართ? თებერვალში გახდება სამი წელი ომის დაწყებიდან.

კი ბატონო, ჩვენ გვინდა ცვლილებები კი ბატონო, ჩვენ მზად ვართ ამისთვის? ჰკითხეთ დევნილებს, მზად არიან იმისთვის, ისევ და ისევ გადაიტანონ ის რაც გადატანილი აქვთ 30 წლის წინ.
მთავარი და მნიშვნელოვანი არის სიმშვიდე.
მშვიდობა საკმაოდ ძვირი ღირს, თუმცა ამას ფასიც არ აქვს," - ამბობს ნანა ნებიერიძე.

დღის ამბები