23 ოქტომბერი 2024,   01:31
ვრცლად
ლევან კოჭლოშვილი - ომის პარტიის სააგიტაციო მასალაში ასახული უტიფარი დაპირებების შესრულება, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ყველანაირ რესურსს რომ გასცდა, ყველასთვის ნათელია

ომის პარტიის სააგიტაციო მასალაში ასახული უტიფარი დაპირებების შესრულება, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ყველანაირ რესურსს რომ გასცდა, ყველასთვის ნათელია,- წერს სოციალურ ქსელში პარტია “ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებით - საპენსიო სესხების ჩამოწერა, პენსიის გაზრდა 1000 ლარამდე, უფასო მედიკამენტები და ა.შ.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ ჰაერიდან მოტანილი დაპირებების რეალობაში განხორციელება, ეკონომიკურად ბევრად განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი საკმაოდ რთული იქნება.

“ომის პარტიის სააგიტაციო მასალაში ასახული უტიფარი დაპირებების შესრულება, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ყველანაირ რესურსს რომ გასცდა, ყველასთვის ნათელია. ჰაერიდან მოტანილი დაპირებების რეალობაში განხორციელება, ეკონომიკურად ბევრად განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი საკმაოდ რთული იქნება.

ამ უტოპიის რეალობად ქცევას რომან გოცირიძის კუპონების ლარებად კონვერტაციაც კი არ ეყოფა. როდესაც სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები ხელისუფლებაში იყავით, მაშინ რატომ არ გაუზარდეთ პენსიონერებს პენსია თუნდაც 500 ლარამდე? ეს რომ უტიფარი ტყუილია, თქვენც შესანიშნავად იცით. რატომ ცდილობთ ჩვენს ბრძენ და გონიერ ხალხს თვალებში ნაცარი შეაყაროთ? იმიტომ, რომ შესანიშნავად იცით, რომ არჩევნებში უპრეცედენტოდ გამანადგურებლად მარცხდებით. ქართველ ხალხს ვერასდროს ვეღარ მოატყუებთ. ჩვენი მოქალაქეები მეცხრედ და საბოლოოდ გამოგიტანენ ძალიან მწარე განაჩენს. 26 ოქტომბერს საქართველო გაიმარჯვებს და თქვენ დამარცხდებით,“- წერს ლევან კოჭლოშვილი.

დღის ამბები