22 ოქტომბერი 2024,   23:26
ვრცლად
ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების გამო, გმირები იყვნენ, ახლა მიუღებლები აღმოჩნდნენ - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გამოვლენილი აგრესია, ლიბერალური ფაშიზმის მაგალითია

7 გზის ევროპის, 7 გზის მსოფლიო და 3 გზის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც ბოლო პერიოდში თავდასხმის ობიექტი თავადაც არაერთხელ გახდა, ქართველი ფეხბურთელების და ოლიმპიელების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას, სპორტსმენების და ქართული სპორტის შეურაცხყოფად აღიქვამს. საუბარია, “ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპში მონაწილე ჯვაროსნებზე, რომელთა მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტები სოციალურ ქსელში, ვიდეორგოლის პრეზენტაციის შემდეგ გავრცელდა. სამიზნე თავად ლაშა ტალახაძეც აღმოჩნდა. მას გამოხატულ აგრესიაზე ერთადერთი პასუხი აქვს.

ღალატი, სირცხვილი, ბოროტება - ამ შინაარსის პოსტები სოციალურ ქსელში, ოპოზიციის გარკვეული ნაწილისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან გავრცელდა. ადამიანები, ვისთვისაც ქართველი ფეხბურთელები რამდენიმე თვის წინ, ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების გამო გმირები იყვნენ, ახლა მიუღებლები აღმოჩნდნენ.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ფეხბურთელების მისამართით გამოვლენილი აგრესია, ლიბერალური ფაშიზმის მორიგი მაგალითი და უცხოეთიდან დაფინანსებული სიძულვილის კამპანიის ნაწილია. პრემიერ მინისტრის თქმით, მსგავსი ფაქტები ქართველ სპორტსმენებზე გავლენას ვერ მოახდენს, შეურაცხყოფაზე პასუხს კი ამ ჯგუფებს 26 ოქტომბერს ამომრჩეველი გასცემს.

“ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა. ვიდეორგოლში სპორტსმენებთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეებიც მონაწილეობენ.

დღის ამბები