22 ოქტომბერი 2024,   23:20
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის გზავნილების პოლიტიკური შეფასებები - "ოცნება" მიიჩნევს, რომ ინტერვიუ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთებას გაუადვილებს

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთებას გაუადვილებს. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის განცხადებები ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია სახელისუფლებო გუნდისთვის ეროვნული ინტერესების დაცვის პარალელურად სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესება. პრემიერი იმედოვნებს, რომ ივანიშვილისა და ამერიკის

ელჩის უკვე შეთანხმებული შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე დადებითად აისახება.

აშშ-ის წარმომადგენლობასთან დაანონსებული შეხვედრის მიუხედავად, ოპოზიცია პარტნიორთან ურთიერთობის გადატვირთვას სკეპტიკურად უყურებს, ისევე როგორც იმ გეოპოლიტიკურ საფრთხეებს, რაზეც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. ხელისუფლების ოპონენტები დღეს ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ ეროვნული ინტერესებით მოქმედებენ.

უმრავლესობის განცხადებით, ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი სახელმწიფო ინტერესებია. “ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ამას თავად პარტიის დამფუძნებლის მხრიდან დასახელებული ფაქტებიც მოწმობს.

გიორგი გახარია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის განცხადებების ერთ-ერთი ადრესატი იყო, ინტერვიუს დღეს სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა.. ექსპრემიერმა უარყო, რომ მისი გადადგომის მიზეზი “ნაციონალურ მოძრაობის“ ხელშეწყობა, ხელისუფლების ჩამოშლა და შედეგად ომის მეორე ფრონტისთვის
ფონის მომზადება იყო.

რატომ იყო გახარიას გადადგომა წლების განმავლობაში განვითარებული პროცესების ლოგიკური დასასრული? - პრემიერ-მინისტრმა დღეს კონკრეტული ფაქტები გაიხსენა და თქვა, რომ ყოფილი პრემიერის მიზანი ყოველთვის სახელმწიფოს და მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება იყო.

პოლიტიკური პროცესებისა და გეოპოლიტიკური საფრთხეების პარალელურად, ბიძინა ივანიშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ კონკრეტულ საკითხებზეც, რისთვისაც მმართველ პარტიას არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სჭირდება.

დღის ამბები