23 ოქტომბერი 2024,   03:29
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაცია საბერძნეთში - აღმოჩენილია მარიხუანას 10 მილიონ ევროდ შეფასებული პლანტაციები

საბერძნეთში მარიხუანას 10 მილიონ ევროდ შეფასებული პლანტაციები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საბერძნეთის პოლიციამ მარიხუანას პლანტაციებს, (რომელიც საერთო ჯამში 8,500-მდე ძირს აერთიანებდა) სამი დღის წინ ტრიპოლში მიაგნო.

დაკავებულია სამი ადამიანი. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები