25 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
Honda 721 000-მდე ავტომობილს ტექნიკური წუნის გამო უკან გაიწვევს

აშშ-ში, კომპანია Honda 721 000-მდე ავტომობილს უკან გაიწვევს, რადგან მათ ტექნიკური ხარვეზი აქვთ, რომელმაც შესაძლოა ავტომობილის აალება გამოიწვიოს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

სავარაუდოდ, ავტომობილებს საწვავის მაღალი წნევის ტუმბოში ბზარი აქვთ, რის გამოც საწვავი ჟონავს და შესაძლოა ავტომობილის აალება გამოიწვიოს.

საავტომობილო გზების უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, აალების წყაროსთან ახლოს საწვავის შესაძლო გაჟონვა ავტომობილში ხანძრის გაჩენის რისკებს ზრდის.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეში, ეს Honda-ს მხრიდან ავტომობილების დიდი რაოდენობით გაწვევის მეორე შემთხვევაა.

დღის ამბები