26 ოქტომბერი 2024,   19:28
ვრცლად
"მე და ჩემს კოლეგებს არ გვინახავს რაიმე პროვოკაცია, ყველაფერი წესით და რიგით მიმდინარეობს" - საერთაშორიოს დამკვირვებელი ანდრაშ ლასლო

საერთაშორისო დამკვირვებელმა, ანდრაშ ლასლოს ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით "კურიერთან" ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ისე შემთხვევები, როგორიც მაგალითად მარნეულში განვითარებული მოვლენაა, როდესაც მოქალაქემ საარჩევნო ყუთში რამდენიმე ბიულეტენის ჩაყარა, თუმცა ასეთი შემთხვევები საერთო სურათზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან, მთლიანობაში, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში, კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

"ადამიანები, რომლებიც პროვოკაციას აწყობენ, მოქმედებენ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. რასაკვირველია, არჩევნები უნდა იყოს დაცული. შესაბამისად, მარნეულში რაც მოხდა, სამწუხაროა. ეს ხდება ერთ კონკრეტულ საარჩევნო უბანზე. მაგრამ ეს ხომ იზოლირებული მომენტია. ყველაფერი დანარჩენი მიმდინარეობს სრულად და ჩვენ ამ ერთ მომენტზე ვერ გავამახვილებთ ყურადღებას და ვერ გადავიხრებით მხოლოდ და მხოლოდ ამ მომენტის მიმართულებით.

თავად მე და ჩემ კოლეგებს არ გვინახავს რაიმე პროვოკაცია, რაიმე უარყოფითი მომენტი. ჩვენ ველაპარაკეთ ყველას, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველაფერი წესით და რიგით მიმდინარეობს, შესაბამისად, მჯერა, რომ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის ძალებს შეუძლიათ, რომ იზოლირება მოახდინონ ამ უარყოფითი ქმედებების", - განაცხადა ანდრაშ ლასლომ.

დღის ამბები