26 დეკემბერი 2024,   16:42
ვრცლად
თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ის ამ არჩევნების შედეგებს არ მიიღებს

"ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნების პირველად მონაცემებთან დაკავშირებით, სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, ისინი არჩევნების ამ შედეგებს არ მიიღებენ:

"დღევანდელი ისტორიული არჩევნები იყო ქართველი ხალხის გამარჯვება და რჩება ქართველი ხალხის გამარჯვებად, ეს აჩვენა, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა ეგზიტპოლებმა, სადაც დიდი უპირატესობით გამოჩნდა პროევროპული ოპოზიციის გამარჯვება. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ცესკომ შეასრულა ივანიშვილის ბინძური დაკვეთა და გამოაცხადეს შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოჰპარა და ამით მოჰპარა ევროპული მომავალი. "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" სახელით ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოპარული, მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ჩვენ ამ მოპარული, მიტაცებული შედეგების აღიარებას არ ვაპირებთ. 

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ ამგვარი პოზიცია იქნება სრულიად ოპოზიციურ ველზე, რადგან მიგვაჩნია, რომ ის გამარჯვება, რომელიც დღეს ქართველმა ხალხმა მოიპოვა, არ ეკუთვნის რომელიმე ერთეულ პარტიას, არამედ ეკუთვნის მთლიანად ქვეყანას და ოპოზიციას, რომელსაც ერთობლივად მისცა მანდატი ქართველმა ხალხმა. ჩვენ ვიბრძოლებთ როგორც არასდროს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაბრუნებლად და არ შევეგუებით მოპარული არჩევნების შედეგებს," - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

დღის ამბები