14 ოქტომბერი 2026,   10:32
ვრცლად
გიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის საქმეზე: დაველოდოთ პროცესების განვითარებას და ვიქონიოთ იმედი, რომ ეს აღიარება, მონანიება არის რეალური და თვალთმაქცობას არ ექნება ადგილი

4 ოქტომბრის ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორობის ბრალდებით დაკავებულმა ოთხმა პირმა, ციხე ნოემბრის დასაწყისში უნდა დატოვოს.

მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად სახელმწიფო ბრალდებას საკუთარი სურვილით მიმართეს. მათ საკითხს მოსამართლე დაახლოებით 2 კვირის ვადაში გადაწყვეტს. საპროცესოს გაფორმების შემთხვევაში პირობითი მსჯავრი 2 წლის ვადით შეეფარდებათ, რეალური სასჯელი კი 1 წლით და ერთი თვით და ეს ვადა, თითქმის გასულია.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ აღნიშნულმა აღიარებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა გასული წლის 4 ოქტომბრის ძალადობრივი სცენარი და იმედოვნებენ, რომ აღიარება და მონანიება რეალურია.

"ე.წ ოპოზიციის ერთი ნაწილი, მიუთითებს იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება საპროცესო შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით არის ელემენტარულად თვალთმაქცობა და ცდილობენ გაამართლონ ეს ლიდერები. დაველოდოთ პროცესების განვითარებას და მაინც ვიქონიოთ იმედი, რომ ეს აღიარება, მონანიება არის რეალური და თაღლითობას და თვალთმაქცობას არ ექნება ადგილი," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

 

 

დღის ამბები