28 ოქტომბერი 2024,   11:29
ვრცლად
რუსეთის იერიში ხარკოვის, ხერსონისა და სუმის ოლქზე - საპასუხოდ, უკრაინამ დრონებით რუსეთში ვორონეჟის ოლქს შეუტია

გასული ღამის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს. დაზიანდა 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, არიან დაშავებულები. ოკუპანტებმა საარტილერიო იერიში მიიტანეს ხერსონის ოლქზეც - დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე.

ბომბები ჩამოყარა რუსულმა ჯარმა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებშიც.

საპასუხოდ, დრონებით იყო შეტევა რუსეთში, ვორონეჟის ოლქში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაზიანებულია სამრეწველო ობიექტი.

უკრაინაში ყველაზე ცხელ წერტილებად კვლავ პოკროვსკისა და კურახოვეს მიმართულებები რჩება.

 

დღის ამბები