30 ოქტომბერი 2024,   11:28
ვრცლად
"ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა - ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი" - თეონა აქუბარდია

"ისინი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი", - ამის შესახებ პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი საუბრობს.

თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ხელისუფლებას ვალდებული იყო, არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებულიყო.

"ისინი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ამას ვამბობ არა მე, არა, მათ შორის, ქართველი ხალხი, არამედ ის ცივილიზებული დასავლეთი, სადაც, თითქოს ღირსებით, ქვეყანა მიჰყავდათ. ვალდებულება ჰქონდა ხელისუფლებას, არჩევნები ყოფილიყო თავისუფალი და სამართლიანი. ფაქტია, რომ არავის წინასწარ დასკვნებში არ შეუფასებია ეს არჩევნები ამდაგვარად," - თეონა აქუბარდია.

 

დღის ამბები