04 ნოემბერი 2024,   21:09
ვრცლად
რუსთავში, მოსახლეობასთან ერთად დაგეგმილი, კიდევ ერთი შიდასაუბნო რეკრეაციული სივრცე ეწყობა

რუსთავში, მოსახლეობასთან ერთად დაგეგმილი, კიდევ ერთი შიდასაუბნო რეკრეაციული სივრცე ეწყობა. მე-12 მიკრორაიონში, 5 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

რეაბილიტაცია უტარდება ვანდალიზმის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურასაც.

პროექტის ფარგლებში, კეთდება საფეხმავლო ბილიკები, სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, მწვანე სივრცეები, ფანჩატურები და საბავშვო ატრაქციონები. რეაბილიტაცია უტარდება კორპუსების მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედანსაც.

 

დღის ამბები