არგენტინაში, ბუენოს აირესის პროვინციაში 10-სართულიანი სასტუმრო ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, არიან გადარჩენილებიც.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სასტუმრო რეაბილიტაციის გამო დახურული იყო. ვრცელდება ასევე ცნობები, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა სამშენებლო სამუშაოები, ტექნიკური შეუსაბამობის გამო, მიმდინარე წლის აგვისტოში შეაჩერა. მიუხედავად ამისა, ობიექტზე რემონტი მაინც მიმდინარეობდა.
მომხდარის გამო დაკავებულია 4 პირი.